Обо мне

Моя фотография
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის 178-ე სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

вторник, 15 июня 2010 г.

სიონი

საქართველოში სიონს ღვთისმშობლის სახელზე აგებულ ეკლესიებს არქმევდნენ. სიონი ბორცვს ჰქვია იერუსალიმში. ბიბლიური გადმოცემით, ამ ბორცვზეა ღმერთი, რომელიც ამქვეყნად ყველა ადამიანს უგზავნის სიკეთეს და ლოცვა-კურთხევას.
სიონი ქალაქის უმთავრესი ქრისტიანული სამლოცველოა. მან თბილისის ისტორიის ავ-კარგი გაიზიარა. ის დაანგრიეს და იავარქმნეს ჯალალედდინმა, შაჰ-ისმაილმა,შაჰ-აბასმა... მაგრამ ქართველი ხალხი ყოველთვის დიდი რუდუნებითა და სიყვარულით აღადგენდა ტაძარს. იგი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველებისთვის. მისი ძალა და მადლი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!
ლალი ბაქრაძე; თემო ბენდელიანი